სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:59 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი და ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე, კოსოვო - ერთა ლიგაზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოთხმა ნაკრებმა მოიპოვა. უკვე გიამბეთ, რომ თურქეთისა და საფრანგეთის ნაკრებებმა მოიპოვეს ბილეთებ, დღის ბოლოს ინგლისი და ჩეხეთის შეუერთდნენ.

A ჯგუფი

ინგლისის ნაკრები ჯგუფში უდაო ფავორიტი იყო, მაგრამ ამ ტურამდე ოფიციალურად არ ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოპოვებული. თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და გარეთ საუთგეიტის გუნდმა მონტენეგროს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - 7:0. „ლომებმა“ 18 ქულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევეს.

ამავე ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობაც გაირკვა. პრაღაში, უპრინციპულესი დაპირისპირება შედგა ჩეხეთსა და კოსოვოს შორის. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში გაიფორმებდნენ ყველაფერს, ხოლო კოსოვო თუ მოიგებდა, დიდ ნაბიჯს გადადგამდა წინ. უგოლო ტაიმის შემდეგ სტუმრები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს კრალის დუბლით ჩეხეთმა სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა და იმარჯვა - 2:1. ჩეხეთის ნაკრებმა უკვე დაიბევა ფინალური ეტაპის საგზური, ხოლო კოსოვო ერთა ლიგის იმედად დარჩა, სადაც საქართველოს ნაკრებს გაუწევს კონკურენციას.

ჩეხეთი - კოსოვო 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნუჰიუ (50), 1:1 კრალი (71), 2:1 კრალი (79)

ინგლისი - მონტენეგრო 7:0 (5:0)

გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (11), 2:0 კეინი (19), 3:0 კეინი (24), 4:0 რაშფორდი (30), 5:0 კეინი (37), 6:0 სოფრანაცი (66, ა.გ), 7:0 აბრაჰამი (84)

B ჯგუფი

B ჯგუფიდან უკრაინას თავი ქუდში აქვს და დღეს ისვენებდა. სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის პორტუგალია და სერბეთის გააფთრებით იბრძვიან.

სერბებმა შინ ლუქსემბურგს რის ვაი-ვაგლახით აჯობეს (3:2), ხოლო პორტუგალიამ ლიეტუვა 6:0 გაანადგურა. კრიშტიანუ რონალდუმ კი, მორიგი ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. ბოლო ტურის წინ ლუზიტანელები სერბებს ერთი ქულით სჯაბნიან და ბოლო ტურში ლუქსემბურგს შეხვდებიან, შესაბამისად, ახლოს არიან მიზანთან. სერბეთს კი, მცირე შანსი აქვს, გარდა იმისა, რომ კონკურენტს ჩამორჩება, დასკვნით შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს.

პორტუგალია - ლიეტუვა 6:0 (2:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (7, პენ), 2:0 რონალდუ (22), 3:0 პიცი (52), 4:0 პასიენსია (56), 5:0 ბერნარდო სილვა (63), 6:0 რონალდუ (65)

სერბეთი - ლუქსემბურგი 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (11), 2:0 მიტროვიჩი (43),2:1 როდრიგესი (54), 3:1 რადონიჩი (70), 3:2 ტურპელი (75)

H ჯგუფი

და ბოლოს H ჯგუფი, სადაც თურქეთისა და ისლანდიის ადრეული მატჩით ყველაფერი გაირკვა. თურქებმა ისლანდიელებთან სასურველ ფრეს მიაღწიეს და ფინალური ეტაპის საგზურიც ჯიბეში ჩაიდეს.

ამ შედეგმა საფრანგეთიც ავტომატურად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა კი, მოგვიანებით მოლდოვას უმასპინძლა და კონცენტრაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა. სტუმრები იგებდნენ, მაგრამ კლასმა თავისი გააკეთა და „მამლებმა“ 2:1 მოიგეს.

საფრანგეთი 22 ქულით პირველია, თურქეთი 20 ქულით მეორე. ამ ჯგუფში ბოლო ტურს ფორმალობის სახე მიეცა, რადგან ყველაფერი გარკვეულია.

თურქეთი - ისლანდია 0:0 (0:0)

ალბანეთი - ანდორა 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბალაი (6),1:1 მარტინესი (18), 1:1 მარტინესი (48), 2:2 მანაი (55)

საფრანგეთი - მოლდოვა 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 რაცა (9), 1:1 ვარანი (35), 2:1 ჟირუ (79, პენ)

თეგებიევრო 2020
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.105234
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X