ფეხბურთი

23:50 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთმა და საფრანგეთმა ევრო 2020-ის საგზური მოიპოვეს

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. შენოლ გიუნეშის გუნდი მეცხრე ტურში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

ეს კი, საკმარისი გამოდგა, რომ თuრქებს ევროპირველობის საგზური გაეფორმებინათ. თურქეთს 20 ქულა აქვს, ისლანდიას 19 და ბუნებრივია, დარჩენილ ერთ მატჩი ეს ჩამორჩენა ვერ აღმოიფხვრება.

ამ შედეგით კი, საფრანგეთის ნაკრებიც ავტომატურად კვალიფიცირდა. „მამლებს“ მეცხრე ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავთ, მაგრამ თურქეთში დაფიქსირებულმა შედეგმა ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობაც გაარკვია.

0.184156