ფეხბურთი

23:30 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას რვიდან ექვსი - პრემიერლიგაში საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების პროცენტული მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა.

ქეცბაიამ „ნიუკასლ იუნაიტედის“ რიგებში პრემიერლიგაში 8 გოლი გაიტანა და აქედან 6 საჯარიმოს გარედან დარტყმას მოჰყვა. შედეგად, ჩვენებურის მაჩვენებელი 75%-ს გაუტოლდა.

საუკეთესო კი, პედრო მენდეშია, რომელმაც ექვსივე გოლი საჯარიმოს გარედან მიითვალა. შემდეგ თურქი ნახევარმცველი თუგაი ქერიმოღლუ და შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა მოდიან.

პედრო მენდეში - 6 გოლი (საჯარიმოდ გარედან 6 გოლი. 100%)

თუგაი ქერიმოღლუ - 10 (9. 90%)

გრანიტ ჯაკა - 7 (6. 86%)

ტომ ჰადელსტოუნი - 12 (10. 83%)

ტომას ჰიტშსპერგერი - 10 (8. 80%)

ჩაბი ალონსო - 14 (11. 79%)

დიტმარ ჰამანი - 12 (9. 75%)

დეან გორდონი - 8 (6. 75%)

რაიან ტეილორი - 8 (6. 75%)

თემურ ქეცბაია - 8 (6. 75%)

კაილი უოლკერი - 7 (5. 71%)

ადელ ტაარაბტი - 7 (5. 71%)

სტივ სტონტონი - 13 (9. 69%)

დავიდ ჟინოლა - 21 (14. 67%)

ფილ ნევილი, - 9 (6. 67%)

ჯეისონ დოდი - 9 (6. 67%)

სტილიან პეტროვი - 9 (6. 67%)

რუბენ ნევეში - 6 (4. 67%)

დენი მილსი - 6 (4. 67%)

0.114211