სხვა

20:20 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქარიშხალას მეოთხე მოგება  

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩებში ქარიშხალამ 31-21 მოუგო წყალტუბოს, ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის „ოქროს ვერძმა“ კი დაამარცხა პეგასი, 24-14.

4 მოგებით 2018 წლის ჩემპიონი, თბილისის ქარიშხალა ლიდერობს, უდანაკარგოდაა ასევე სამტრედია - 3 მატჩში 6 ქულა, 5 ქულა გაუხდათ ფოთელებს. ხვალ გლდანში სწორედ ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ითამაშებს - ქარიშხალა ფოთის წინააღმდეგ. დასაწყისი 14:30. 16 საათზე პეგასი წყალტუბოს პრომეთეს შეხვდება. ორივე ამ გუნდს 4-4 წაგება აქვს.

დღევანდელ მატჩებში სამი ხელბურთელი გადასცდა ათგოლიან ნიშნულს: ფოთელმა ლანა გოგიამ, ქარიშხალას ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გოლი გაიტანეს.

დანარჩენი 4 გუნდი - ყვარელი, მამული, სამტრედია და აჭარა მე-4-5 ტურის მატჩებს 28-29 ნოემბერს გამართავს. პირველი წრე 20 დეკემბერს დაასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 14 ნოემბერი, გლდანი

პეგასი - ფოთი 14-24

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ე. ჩხაიძე 7, საბაშვილი 3, კორძაია 2, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, ქებაძე, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, დადვანი, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, ქ. მაკარაშვილი, ქ. ჩოგოვაძე

ფოთ: ჯავახია, კარბაია, გრიგოლია - გოგია 12, ბჟალავა 6, ნ. რურუა 4, კობახია 2, კუპრიევა, დარჩია, ბაირამიდი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

ქარიშხალა - წყალტუბო 31-21

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი - ა. ჩხაიძე 12, ი. ჩხაიძე 9, მ. ცინცაძე 5, ქ. კირვალიძე 4, ცინცაძე 1, ხმელაძე, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, დოღაძე

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი - კეკუტია 12, ხეცურიანი 5, კიკნაძე 2, კოხრეიძე 1, ბენდელიანი 1, შალამბერიძე, კოვზირიძე, ჯანელიძე, სილაგაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

ქარიშხალა-----4---4---0---0--126-105--8

სამტრედია----3---3---0---0----79-57---6

ფოთი----------4---2---1---1----83-66---5

ყვარელი-------3---2---0---1---109-83---4

აჭარა-----------3---1---1---1----60-46---3

მამული--------3---1---0---2----83-95---2

პეგასი----------4---0---0---4---86-121---0

წყალტუბო----4---0---0---4---56-109---0

15 ნოემბერი, გლდანი

14:30 ქარიშხალა - ფოთი

16:00 პეგასი - წყალტუბო

28 ნოემბერი

სამტრედია - ყვარელი, აჭარა - მამული

29 ნოემბერი

სამტრედია - მამული, აჭარა - ყვარელი

5 დეკემბერი

ქარიშხალა - სამტრედია, პეგასი - აჭარა

6 დეკემბერი

პეგასი - სამტრედია, ქარიშხალა - აჭარა

19 დეკემბერი

ფოთი - ყვარელი, წყალტუბო - მამული

20 დეკემბერი

ფოთი - მამული, წყალტუბო - ყვარელი

0.181415