ფეხბურთი

18:48 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიერი ანრი MLS-ში დაბრუნდა

ტიერი ანრი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და ამიერიდან MLS-ის ბინადარ „მონრეალს“ გაწვრთნის. კანადური გუნდის ვებვერდის ცნობით, ფრანგ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა მესამის გახანგრძლივების პერსპექტივით.

„მონრეალმა“ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ანრის აქამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგული „მონაკოს“ რიგებში უმუშავია. MLS-ში კი, თავის დროზე ფეხბურთელობისას თამაშობდა და „ნიუ-იორკ რედ ბულის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114341