ფეხბურთი

17:53 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანისათვის ბრძოლაში „მანჩესტერი“ დაწინაურდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთობ ენერგიულად ჩაერთო „ზალცბურგის“ ჭაბუკი ფორვარდის, ერლინგ ჰოლანის ტრანსფერის საქმეში - გვამცნობს Dagbladet.

წყაროს ინფორმაციით, მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ულე-გუნარ სულშერი, რომელიც ჰოლანს „მიოლდეში“ მუშაობისას თავად მოძღვრავდა, კლუბის ხელმძღვანელობას პირადად სთხოვა ნორვეგიელის ყიდვა.

„ზალცბურგი“ ჰოლანში სატრანსფერო თანხად 90 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებს. „მანჩესტერის“ გარდა, ნორვეგიელის შეძენა „ლივერპულს,“ მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ სურთ.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში, ჰოლანმა 18 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ახლახან კი ავსტრიის ჩემპიონატში, „ვოლფსბერგის“ წინააღმდეგ, სეზონში მეხუთე ჰეთ თრიქი გაიფორმა.

0.114477