ფეხბურთი

17:21 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პელე: "მესი თავდასხმაში ჩემი იდეალური პარტნიორი იქნებოდა"

ფეხბურთის ლეგენდა პელე მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია. ბრაზილიელის განცხადებით, შეტევაში მასთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა.

„დღეს მხოლოდ ორი ან სამი მთავარი ვარსკვლავი გვყავს. მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ვიტყოდი ნეიმარს, მაგრამ ბრაზილიაში მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია დიდი შედეგებისთვის.

ვისურვებდი, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს ნეიმარი კარგ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდება. ხალხი მას აკრიტიკებს, მაგრამ მისთვის ყოველთვის საუკეთესო გვსურს, მამამისთან ხშირად ვსაუბრობ. ტექნიკურად საოცარი ფეხბურთელია.

ვის ვისურვებდი ჩემს პარტნიორად შეტევაში? მესის. ის გამოცდილი ფეხბურთელია, პასებს არიგებს, დრიბლინგი აქვს, გოლებს იტანს. თუ გუნდში ერთად ვიქნებოდით, მოწინააღმდეგეს ორი ფეხბურთელი შეაშინებდა, არამხოლოდ ერთი. დღეს მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია“, - განაცხადა პელემ.

0.118008