ფეხბურთი

14:21 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „ლივერპულთან“ მატჩის მსაჯს უჩივლა

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილო დარჩნენ „ლივერპულთან“ პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩის (1:3) მსაჯის, მაიკლ ოლივერის გარჯით.

The Sun-ის ინფორმაციით, მარცხიდან მეორე დღეს, „ქალაქელებმა“ პროტესტის წერილი გაუგზავნეს პროფესიონალ მსაჯთა საბჭოს თავკაცს, მაიკ რაილის. კლუბმა უკმაყოფილება გამოხატა ორი ეპიზოდის გამო, რომლებშიც მერსისაიდელთა მცველს, ალექსადრ-არნოლდს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ორჯერ მოხვდა, მაგრამ ერთ შემთხვევაშიც არ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რაილიმ ერთობ კონსტრუქციულად უპასუხა წერილს და დღეს, 14 ნოემბერს, პრემიერლიგის 20-ვე კლუბის წარმომადგელები მიიწვია, სადაც ისინი ვიდეოარბიტრის სისტემის ცვლილებებზე იმსჯელებენ.

0.176758