ფეხბურთი

11:47 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

„მომავალ ზაფხულს, ჯერ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევრო 2020 უნდა მოვიგო, შემდეგ კი ოლიმპიურ ნაკრებშიც მინდა ვცადო ბედი.“ - უთხრა მბაპემ L`Equipe-ს.

მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც ჩანს, მის გახანგრძლივებას არ აპირებს. სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ის სხვა კლუბში გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110174