კალათბურთი

10:48 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჩიკაგოს“ 19 წლის ახალწვეულის რეკორდი NBA-ში

„ჩიკაგო ბულზის“ 19 წლის ახალწვეული, კობი უაითი, „ნიუ იორკთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (120:102) ორი მიღწევით გამოირჩა.

უაითმა, რომელიც NBA-ს 2019 წლის დრაფტზე მეშვიდე ნომრად აირჩიეს, ამ მატჩში ჯამში 27 ქულა მოაგროვა. აქედან - 23 მეოთხე მეოთხედში. მის ანგარიშზე შვიდი ზუსტი სამქულიანი ტყორცნაა. მამანდე „ჩიკაგოს“ არცერთ მოთამაშეს მოუხერხებია ასეთი რამ ერთ მეოთხედში.

ასევე, უაითი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ მეოთხედში შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

0.144852