კალათბურთი

1:44 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" მეხუთე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა თურქულ „გაზიანტეფთან“ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გადაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვეს.

ბოლო, მეოთხე პერიოდში „ტენერიფემ“ ჩინებულად ითამაშა, 7-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 69:67 მოიგო.

უშუალოდ შერმადინს რაც შეეხება, ქართველმა კალათბურთელმა 23:08 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ C ჯგუფს უდანაკარგოდ და ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო მეექვსე ტურში 19 ნოემბერს, ლატვიაში, „რიგას“ ესტუმრება.

0.140664