ფეხბურთი

22:04 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

U17: მარცხი ევროშესარჩევის სასტარო შევხედრაში უკრაინასთან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დამარცხდა.

პატარა ჯვაროსნები B ჯგუფის მატჩებს პორტუგალიაში მართავენ და სასტარტო შეხვედრაში უკრაინელ თანატოლებთან ვერაფერი გააწყვეს. შედეგად, 0:2 წააგეს. ორივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა, ანგარიში ვოლოშინმა გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი ოჩერეტკომ დააფიქსირა.

დღესვე ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ ალბანეთი 4:0 გაანადგურა. მეორე ტურში კი, 16 ნოემბერს, სწორედ მასპინძელ პორტუგალიას შეხვდება.

საქართველო - უკრინა 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვოლოშინი (51), 0:2 ოჩერეტკო (76)

საქართველო (4-3-3): ასათიანი; ზოსიაშვილი (სიჭინავა 78), ხვადაგიანი, ავალიანი, ჩხეტიანი; გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი; გვიშიანი, თუთაშვილი (ტურაზაშვილი 67), აბუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114847