სხვა

21:36 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ტრავმირებულია და შესაძლოა კიუშუ ბაშო დატოვოს

კიუშუ ბაშო შესაძლოა ლევან გორგაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტოჩინოშინმა ნეკნი დაიზიანა და ის დიდი ალბათობით წლის ბოლო სუპერტურნირზე ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს.

თუ რამდენად რთულია ტრავმა, რომელიც ქართველმა სუმოისტმა მიიღო, ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათბით შედეგი ხვალ გახდება ცნობილი. ტრავმის დადასტურდების შემთხვევაში, ჩვენებურს დარჩენილი 11 ორთაბრძოლა წაგებად ჩაეთვლება და სეკივაკეობასაც დაკარგავს, შემდგომ კი რიგითი მაეგაშირა გახდება.

ტოჩი შემოდგომის მეორე სუპერტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს მესამე ტაკარაფუჯის შეხვდა და მეტოქე კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ილეთი ბოლოს 9 წლის წინ იყო გამოყენებული და მას მერე მისი შესრულება ჩვენებურმა მოახერხა.

ორთაბრძოლის შემდგომ ლევანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა: „არაფერია, დავძინებ და დილამდე გამივლის“, - განაცხადა გორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინს 2 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი ჰქონდა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ რვაში გამარჯვება სჭირდებოდა.

თეგებიტოჩინოშინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107564