ფეხბურთი

18:17 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ვიმედოვნებ, ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს პრემიერლიგის სეზონის დასაწყისზე და „კრისტალ პალასთან“ მომდევნო მატჩზე ესაუბრა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია და ეს ყველამ კარგად იცის. სეზონის დაწყებისას ვინმეს რომ ეთქვა, ნოემბრის პირველ რიცხვებში 34 ქულა გექნებათო, ვეტყოდი, რომ ეს შეუძლებელია.

ახლა ბიჭები სანაკრებო მატჩებზე მიემგზავრებიან და ვიმედოვნებ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაბრუნდება. შემდეგ კი „კრისტალ პალასთან“ შეხვედრა გველის. გასულ უქმეებზე „სიტისთან“ ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა.

ოთხშაბათისთვის მოთამაშეები ეროვნული გუნდებიდან დაბრუნდებიან. ხუთშაბათს და პარასკევს აღდგენითი ვარჯიშები გვექნება. შაბათს კი მატჩი გვაქვს. ვიმედოვნებთ, წარმატებულ სერიას გავაგრძელებთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph.

0.123852