ფეხბურთი

15:21 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ, პოჩეტინო, შესაძლოა, „ტოტენჰემიდან“ დაითხოვონ

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა შიშობს, რომ არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, ვერ შეძლებს გუნდის კრიზისიდან გამოყვანას და პრემიერლიგის მომავალ ტურში, „ვესტ ჰემთან“ წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, გაათავისუფლონ - წერს The Telegraph.

ლონდონურ კლუბს უკვე ხუთი ტურია აღარ გაუმარჯვია პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულით ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, „დეზების“ თავკაცებს მწვრთნელის დასაცავად არაფერი უთქვამთ, რამაც ვითარება უფრო დაძაბა.

თუმცა, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. შარშან პოჩეტინომ „ტოტენჰემთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და გათავისუფლების შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება მას საკომპენსაციოდ 14 მილიონი ევრო გადაუხადოს.

0.138064