სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

14:47 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლექსო ლაფანაშვილი: “თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება თსუ-მ ახალი მთავარი მწვრთნელით და სამი გამარჯვებით დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მეტოქეებთან ჰქონდა, კარგი ფიზიკური მომზადება და შეთამაშება გახლდათ. ეს, ცხადია, გუნდის მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. წარმატებულ სტარტს თსუ-მ ბოლო 2 ტურში წაგებები მოაყოლა და მთავარ მწვრთნელ, ლექსო ლაფანაშვილთან დაგეგმილ ინტერვიუს სხვადახვა თემებთან ერთად ამ მცირე ჩავარდნის შესახებ წარმოქმნილი კითხვებიც დაემატა...

რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის თსუ-ს შემოთავაზება, დაგეკავებინათ მთავარი მწვრთნელის პოსტი?

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში “დელტაში“ ვმუშაობდი და იქ ჩემპიონობა მოვიპოვეთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ გუნდიდან წამოვედი და სხვადასხვა შემოთავაზებას განვიხილავდი. ბოლოს თითქმის გადაწყვეტილი იყო ჩემი „ა“ ლიგის “ორბში“ დანიშვნა, თუმცა თსუ უცხოელი სპეციალისტის, დეიან პროკიჩის გარეშე დარჩა და მისი ხელმძღვანელობისგან შემოთავაზება მივიღე, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი.

რა მიზნები დაგისახათ გუნდის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონში?

გუნდში პრაქტიკულად დაკომპლექტებული დამხვდა, ჩემი მოსვლის შემდეგ მხოლოდ 3 მოთამაშე დავიმატეთ და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ჩემი მხრიდან ხმაურიანი დაპირებების გაცემა ცოტა უხერხულიც იქნებოდა, თუმცა ხელმძღვანელობას დავპირდი, რომ ბრძოლისუნარიან გუნდს ჩამოვაყალიბებდით, რომლის მიზანიც პლეი ოფში თამაში იქნებოდა. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. დანარჩენს უკვე დრო გამოაჩენს.


როგორი განწყობაა გუნდში, რამდენად მეგობრულ გარემოში გიწევთ მუშაობა?

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს რეალობის გათვალისწინებით მართლაც საუცხოო პირობები შეგვიქმნა. თსუ-ს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები - ირაკლი ხარჯავანიძე და გიორგი შამათავა ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ბიჭებმა მხოლოდ ვარჯიშზე და თამაშზე იფიქრონ და მაქსიმალურად გამოავლინონ პოტენციალი. გუნდში ჯანსაღი გარემოა და ბიჭები ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთისგან სწავლობენ და გამოცდილებას უზიარებენ. სიმართლე გითხრათ, მეც ხშირად ვუსმენ მათ, ისე არ არის, რომ მხოლოდ დავალებებს ვარიგებ და მოთამაშეებისგან არაფერს ვსწავლობ. ასეთი მიდგომა გუნდში უფრო სასიამოვნო გარემოს აყალიბებს და წარმატების შანსს ერთი-ორად ზრდის.

დუდუ დადიანის მემორიალი პრაქტიკულად შეუთამაშებელმა გუნდმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ განაპირობა ეს წარმატება?

დადიანის მემორიალს ძალიან ბევრი გუნდი მოსამზადებლად იყენებს და ასე იყო ჩვენთვისაც, თუმცა იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ჩემთვის თითოეულ ტიტულს დიდი ფასი აქვს და ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვი. ასეთმა მიდგომამ დადიანის მემორიალი მოგვაგებინა და შანსი მოგვცა, რომ ახალი სეზონი ამაღლებულ განწყობაზე დაგვეწყო. იყო ფსიქოლოგიური ფაქტორიც, ბიჭებს მაინცდამაინც გამარჯვებას არავინ თხოვდა და წნეხის გარეშე ითამაშეს, რაც ასეთ დროს ცოტას არ ნიშნავს. თუმცა მათ იქვე, გამარჯვების შემდეგ ვუთხარი, რომ რეგულარულ სეზონში ის გუნდები, რომლებიც დავამარცხეთ, გაცილებით ძლიერები დაგვხვდებოდნენ. ჩემპიონატის მსვლელობამ გამოაჩინა, რომ არ შევმცდარვარ - ზოგმა ლეგიონერი შეცვალა, ზოგმა ის შეცდომები გამოასწორა, რომელიც მემორიალის დროს დაუშვა და ჩემპიონატს უფრო მოღონიერებული შეხვდა.

სუპერლიგაში სამი გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი მარცხი რას დავაბრალოთ?

საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ - გუნდი ახლა ყალიბდება, მოთამაშეები ჯერაც ეჩვევიან ერთმანეთს, ბიჭებს ჯერ კიდევ არ გამოუვლენიათ სრულად პოტენციალი, შორს ვართ ფორმის პიკიდან და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ეტაპობრივად თამაშის ხარისხს მოვუმატოთ და პლეი ოფებს, რომელიც ცალკე ჩემპიონატია სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, გიორგი ტურძილაძე სუპერლიგის სასტარტო 2 ტურის შემდეგ ტრავმის გამო გამოგვაკლდა. საბედნიეროდ, ის უკვე მწყობრშია და იმედი მაქვს, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება.


მზადების პროცესში მნიშვნელოვანია ფიზმომზადების მიმართულება, რომელზეც ახალი მწვრთნელი ივიკო ერგემლიძე მუშაობს.

ივიკო თავისი საქმის პროფესიონალია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. თუნდაც ჩვენი მაგალითი ავიღოთ, გუნდს რამდენიმე ვარჯიშში დაატყო ხელი და დუდუ დადიანი მემორიალს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეახვედრა, რაც მარტივი გასაკეთებელი ნამდვილად არ იყო. მასთან ერთად ჩვენი წარმატების შანსი ბევრად უფრო დიდია.

ზოგადად ვის მიიჩნევთ სუპერლიგის წლევანდელი სეზონის ფავორიტებად?

რთული სათქმელია. ჯერ სეზონი ახლა დაიწყო და გუნდები ხურდებიან, ფორმაში შესვლას ცდილობენ. შემადგენლობით თუ შევხედავთ ლიდერად “რუსთავი“ ჩანს, მაგრამ ასე გადაჭრით უპირობო ფავორიტად ვერ ჩავთვლით. ძალიან მნიშვნელოვანია ძალების სწორად გადანაწილება და გადამწყვეტი მატჩებისთვის მაქსიმალურად სასურველ ფორმაში ყოფნა, რასაც ჩვენც დიდი მონდომებით ვცდილობთ. ვნახოთ, ვინ უკეთ გაართმევს თავს დასახულ ამოცანას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო სეზონი გველის.

“დელტასთან“ ერთად ჩემპიონი გახდით, თუმცა ახალი სეზონი სხვა გუნდში დაიწყეთ. ეს დამატებითი მოტივაციაა?

კი, დიდი გამოწვევაა. ჩემპიონი გავხდი, მაგრამ მეც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, მოთამაშეებს ხშირად ვუსმენ, მათ აზრს ვითვალისწინებ. როგორც მწვრთნელი, თსუ-სგან ბევრს ველოდები და გუნდში არსებულ საუცხოო გარემოს თუ გავითვალისწინებთ, ბიჭების შემართებას თუ შევხედავთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული გამოდგება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112301
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X