ფეხბურთი

14:19 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ჰოლანის ფასმა შეაშინა

„ბარსელონა“ აგრძელებს „ზალცბურგის“ ჭაბუკ ნორვეგიელზე, ერლინგ ჰოლანზე დაკვირვებას, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინა. მაგრამ ავსტრიული კლუბის მიერ დასახელებული სატრანსფერო თანხა ძალიან გაბევრებულად ეჩვენება - გვამცნობს Daily Express.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ ავსტრიელების მიერ მოთხოვნილი 100 ათასი ევრო ძალიან ბევრია და სატრანსფერო ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება. გამოცემის ინფორმაციით, ამის გამო, „ბარსელონამ“ ნორვეგიელზე, შესაძლოა, უარი თქვას.

ჰოლანით ასევე „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. ისინი „ინტერში“ გადასული რომელუ ლუკაკუს შემცვლელს ეძებენ.

მანკუნიაელთა სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ მათი მთავარი მწვრთნელი, ულე-გუნარ სულშერი, ადრე „მიოლდეში“ სწორედ ჰოლანის დამრიგებელი იყო.

0.106585