კალათბურთი

12:19 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანამ" ბითაძის გარეშე მოიგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შევედრა გაიმართა.

გოგა ბითაძემ ტვინის შერყევის გამო ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოტოვა. „ინდიანამ“ „ოკლაჰომა“ 111:85 დაამარცხა. ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. ყველაზე მეტი 22 ქულა უორენი ანგარიშზეა. საბონისმა 18 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. „ოკლაჰომაში“ კი 14 ქულით დანილო გალინარი გამოირჩა. „ინდიანა“ 7 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი გასვლაზე „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.

„დენვერმა“ შინ „ატლანტასთან“ 121:125 წააგო. ჯორჯიელთა გამარჯვებაში ლომის წილი იანგმა დაიდო, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 11 პასი და 4 მოხსნა შესძინა. დენვერში 21 ქულით ბარტონი გამოირჩა.

„ლეიკერსმა გასვლაზე „ფინიქსს“ 123:115 მოუგო. ფინიქსელებმა პირველი პერიოდი სამი ქულით მოიგეს ამის შემდეგ დარჩენილი სამი მეოთხედი წააგეს. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა 24 ქულა და 12 მოხსნა. ლებრონ ჯეიმსს 19 ქულა, 11 პასი და 7 მოხნა ჰქონდა. „ლეიკერსი“ 8 მოდებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ინდიანა“ – „ოკლაჰომა“ 111:85 (31:25, 21:17, 34:20, 25:23)

https://www.youtube.com/watch?v=NsHXa3HO-0U

„ფილადელფია“ – „კლივლენდი“ 98:97 (24:21, 30:27, 28:30, 16:19)

https://www.youtube.com/watch?v=mj1HpGEJtZA

„მაიმი“ – „დეტროიტი“ 117:108 (28:17, 31:20, 33:35, 25:36)

https://www.youtube.com/watch?v=oEjcd3s3Gt4

„ჩიკაგო“ – „ნიუ იორკი“ 120:102 (30:22, 30:32, 25:31, 35:17)

https://www.youtube.com/watch?v=m8gbsgdhC6I

„დენვერი“ – „ატლანტა“ 121:125 (34:25, 20:38, 35:35, 32:27)

https://www.youtube.com/watch?v=B_gF9Na95b0

„ფინიქსი“ – „ლეიკერსი“ 115:123 (29:26, 29:34, 34:35, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=XD2vzJDMOhw

„იუტა“ – „ბრუკლინი“ 119:114 (29:35, 24:33, 31:24, 35:22)

https://www.youtube.com/watch?v=IW82ZKuRo74

„საკრამენტო“ – „პორტლენდი“ 107:99 (21:24, 25:25, 35:21, 26:29)

https://www.youtube.com/watch?v=k5aotvljhag

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11552