ჩოგბურთი

11:18 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიმმა ჯოკოვიჩს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მძიმე ბრძოლაში 6:7, 6:3, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე სერბმა 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში ავსტრიელმა ერთი ბრეიკით იმარჯვა. გადამწყვეტ მესამე სეტში ტიმი ორჯერ ბრეიკით იგებდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ორივეჯერ აღმოფხვრა ჩამორჩენა. ტაი-ბრეიკზე ნოვაკი 4:1-ს დაწინაურდა, თუმცა დომინიკმა ზედიზედ ხუთი ქულა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ჯგუფიდან ვინ იქნება მეორე ნახევარფინალისტი, ეს ჯოკოვიჩი-ფედერერის მატჩში გაირკვევა. მატეო ბერეტინიმ ორი მარცხით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

1. ტიმი 2 2 0 4:1 2
2. ჯოკოვიჩი 2 1 1 3:2 1
3. ფედერერი 2 1 1 2:2 1
4. ბერეტინი 2 0 2 0:4 0

0.15115