ფეხბურთი

0:45 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "დადგა დრო, "ოქროს ბურთი" მცველმა მოიგოს"

„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით კი, ალბათ დადგა დრო, როდესაც ეს ჯილდო მცველმა უნდა მოიგოს.

„ოქროს ბურთი“ - ალბათ მოვიდა დრო, რომ მცველმა მოიგოს. მიჭირს იმის გააზრება თუ რამდენად დიდია ეს სიტუაცია, მაგრამ ნამდვილად დადგება მომენტი, როდესაც ყველაფერს მივაღწევ.

პრემიერლიგა - ამ ჩემპიონატში თამაში ჩემი ოცნება იყო. „საუთჰემპტონი“? ბევრი რამ ვისწავლე, ამ გუნდის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

„ლივერპული“ - სხვა გუნდებიც იყვნენ ჩემით დაინტერესებული, მაგრამ „წითლები“ ავირჩიე რამდენიმე ფაქტორის გამო, მწვრთნელების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამო. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.

ჩემპიონთა ლიგა - ეს იყო ნაყოფი იმ სამუშაოსი, რომელიც გავწიეთ. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით კლუბის ისტორიაში. საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლები წამომივიდა.

იურგენ კლოპი - მასთან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი მაქვს და ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები. შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ნათელი თამაში უყვარს. ის ყოველთვის სწორ სიტყვებს პოულობს.

შეგახსენებთ, რომ პოზიციით მცველმა ბოლოს „ოქროს ბურთი“ 2006 წელს მოიგო, როდესაც ყველას ფაბიო კანავარომ აჯობა. France Football-ი 2019 წლის გამარჯვებულს 4 დეკემბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114919