ჩოგბურთი

20:22 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერმა იტალიური ბარიერი დაძლია

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში როჯერ ფედერერმა იტალიელი მატეო ბერეტინი 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც იტალიელმა უშანსოდ 2:7 დათმო. მეორე პარტის სტარტზევე როჯერი ბრეიკს ასრულებს, შემდეგ მატეო კიდევ ერთხელ კარგავს ჩაწოდებას და საბოლოოდ ფედერერმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ტიმი - ჯოკოვიჩი დღეს 23:55 საათზე გაიმართება.

0.13671