ფეხბურთი

9:07 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი: „უკვე 18 თვეა „ლივერპული“ საჩემპიონო ფეხბურთს აჩვენებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, გარი ნევილმა, „ლივერპულის“ გამოსვლა შეაფასა მიმდინარე სეზონში.

„განსაკუთრებული გუნდი უნდა იყო, ორჯერ ზედიზედ რომ ითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთხელ გაიმარჯვო. ბოლო ტურამდე გაუწიო კონკურენცია „მანჩესტერ სიტის.“

უკვე 18 თვეა „ლივერპული“ საჩემპიონო ფეხბურთს აჩვენებს. დიახ, მან შეიძლება გაანიავოს ეს უპირატესბა და „სიტი“ დაეწიოს. ვთქვათ, „ჩელსიმ“ ან „ლესტრერმა“ გაიგიჟონ თავი. მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

„ლივერპული“ 34 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს და 8 პუნქტით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლესტერს.“

0.111479