ფეხბურთი

2:47 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სან ხოსეს" ვებგვერდი: "ახალი ზაზა ფაჩულია ვიპოვეთ" (+VIDEO)

ქართველი ფეხბურთელების გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო განათავსა, სადაც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი კალათბურთს თამაშობს და თან საკმაოდ კარგად.

კალიფორნიულმა გუნდმა ვიდეო შემდეგნაირად დაასათაურა:

„გამარჯობა „უორიორს“, ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალი ზაზა ფაჩულია ვიპოვეთ".

აღნიშნული ვიდეო უყურადღებოდ არც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექს კაპიტანს დაუტოვებია და სოციალურ ქსელში კაშიას თამაშის კადრები შემდეგნაირად გააზიარა.

„პროფესიონალი ყველა სპორტში“, - დაწერა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" 2016-2018 წლების სეზონში ასპარეზობდა და "მეომრებთან' ერთად 2-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

0.116205