ფეხბურთი

1:46 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი: "ბავშვობაში "მილანს" ვგულშემატკივრობდი, შემდეგ გავიზარდე და დავჭკვიანდი"

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ბავშვობაში „მილანს“ გულშემატკივრობდა. თუმცა, როგორც თავად განაცხადა, შემდეგ გაიზარდა, დაჭკვიანდა და ახლა მასზე დიდი იუვენტინო არსად ეგულება.

„ბავშვობაში სამწუხაროდ „მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი, შემდეგ გავიზარდე და უფრო ჭკვიანი გავხდი. მალდინი ჩემი ფავორიტი ფეხბურთი იყო. ტყუპი ძმა მყავს, რომელიც იუვენტინოა და ამიტომაც მე მილანისტა გავხდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ბედნიერი იყო ჩემი ძმა, როდესაც 20 წლის ასაკში „იუვენტუსში“ გადავედი? ამ დღიდან დაიწყო სიყვარული და ვფიქრობ, ახლა ჩემზე მეტად იუვენტინო დედამიწაზე არ მოიძებნება.

ყველაზე რთულად შესაჩერებელი თავდამსხმელი იბრაჰიმოვიჩია. რონალდუს და მესის ამ სიაში არ შევიყვან, რადგან სხვა კატეგორიის მოთამაშეები არიან. გამიმართლა, რომ იბრას თანაგუნდელიც ვიყავი და მის წინააღმდეგაც მითამაშია. მას ყველაფერი ჰქონდა, სისწრაფე, ტექნიკა, ფიზიკური მონაცემები.

ყველაზე მეტად ორი თამაში მახსოვს. ჩემი დებიუტი „იუვენტუსში“, როდესაც „მესინას“ 3:0 მოვუგეთ. მხოლოდ 10 წუთი ვითამაშე, მაგრამ პირველი თამაში ყოველთვის დაუვიწყარია, ისევე როგორც 2012 წელს, ტრიესტეში მოგებული სკუდეტო, რითაც ჩვენი დომინაცია დაიწყო, არასდროს დამავიწყდება გასახდელში ჩვენი ემოციები“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და შავ-თეთრი მაისურით 500-ზე მეტი თამაშიც ჩაატარა. მიმდინარე სეზონში კი, მოედანზე ერთხელ გავიდა და გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მარტამდე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.

0.114125