ფეხბურთი

21:45 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" მიუნხენური კოშმარი - 24 გაშვებული გოლი ბოლო ხუთ თამაშში

ხუთი თამაში და 24 გაშვებული გოლი. ეს „დორტმუნდის“ მონაგარია მიუნხენში, „ბაიერნთან“ გამართული ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან.

„ალიანც არენაზე“ ბოლო დროს „დერ კლასიკერი“ „რეკორდმაისტერის“ სრული დომინაციით მიმდინარეობს. ორი დღის წინ მიუნხენელებმა შავ-ყვითელი ადვილად, 4:0 დაამარცხეს.

ბოლო ხუთი მიუნხენური დუელის შედეგები ასეთია:

2015-2016: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 5:1

2016-2017: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:1

2017-2018: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 6:0

2018-2019: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 5:0

2019-2020: „ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:0

თამაში, ხუთი წაგება, 2 გატანილი და 24(!) გაშვებული გოლი - „დორტმუნდს“ მიუნხენში სტუმრობა კოშმარად ექცა.

0.114496