ფეხბურთი

22:11 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხრიდან ცხრა - "მილანმა" "იუვენტუსის" ახალ სტადიონზე ყველა თამაში წააგო

იტალიური „მილანი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტურინში „იუვენტუსის“ ახალ სტადიონზე ცხრა თამაში წააგო. სერია A-ს XII ტურში „ბებერმა ქალბატომა“ „როსონერი“ პაულო დიბალას გოლით დაამარცხა და საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა.

„ალიანც სთედიუმი“ 2011 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მას შემდეგ „მილანი“ „იუვეს“ ცხრაჯერ ეწვია და ყველა თამაში წააგო.

ლომბარდიელების შემდეგ „იუვენტუსი“ ახალ არენაზე ყველაზე ხშირად „ფიორენტინას“, „ნაპოლისა“ და „რომას“ (8-8 მოგება) ამარცხებს. თუმცა, რომაელებთან და ფლორენციელებთან მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ჯერ არ უთამაშია.

აქვე ვთქვათ, რომ „მილანმა“ „იუვენტუსი“ ტურინში ბოლოს 2011 წლის გაზაფხულზე ჯენარო გატუზოს გოლით დაამარცხა, თუმცა მაშინ „ალიანც სთედიუმი“ გახსნილი ჯერ კიდევ არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110773