ფეხბურთი

14:55 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რონალდუს დააჯარიმებს

ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს არ დააჯარიმებს. La Stampa-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს კლუბის შინაგანაწესის დარღვევისთვის ფულადი სანქცია ემუქრება.

საქმე ისაა, რომ რონალდუმ მაურიციო სარის გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით უარყოფითად მიიღო, ჯერ გასახდელში შევიდა და მერე თამაშის დასრულებამდე სტადიონი დატოვა.

შეგახსენებთ, სარიმ რონალდუ „მილანთან“ მატჩის 55-ე წუთზე შეცვალა, მის ნაცვლად მოედანზე პაულო დიბალა შევიდა და მოგვიანებით გამარჯვების გოლიც გაიტანა.

0.115815