ფეხბურთი

12:48 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ინგლისში საჩემპიონო ბრძოლა დასრულდა"

პრემიერ ლიგის მატჩში, სადაც "ლივერპულმა" სიტის" 3:1 მოუგო, შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩემპიონის ბედი გარკვეულია.

"ზოგადად გუნდი, რომელიც მეტოქეს ჩამორჩება, უნდა სჯეროდეს, რომ ის ამ სხვაობას აღმოფხვრის, მაგრამ ახლა ინგლისში ეს არამგონია მოხდეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფეხბურთელის ტრავმა ან რაიმე მსგავსი "ლივერპული" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება" - განაცხადა მოურინიომ.

"ლივერპული" 12 ტურის შემდეგ 34 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე მყოფ "ლესტერს" და "ჩელსის" 8 ქულით ასწრებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ "სიტის" ცხრა ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126195