პრიმერა დივიზიონი

2:05 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სევილია“ საუკეთესო ოთხეულში დაბრუნდა

პრიმერაში ორი წაფორხილების შემდეგ, გულშემატკივრები „ატლეტიკოსგან“ აუცილებელ მოგებას ელოდნენ აუტსაიდერ „ესპანიოლთან.“ ელოდნენ და მიიღეს კიდეც. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გამარჯვება იოლი იყო. მეტიც, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 38-ე წუთზე სერხი დარდერმა იყოჩაღა.

მაგრამ მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. ანხელ კორეას მიერ გატანილმა „გასახდელის გოლმა“ სტუმრები წაახდინა.

მეორე ნახევარში „ატლეტიკო“ უკვე სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდა. ჯერ ალვარო მორატამ შეაგდო, ბოლოს კი კოკემ, კომპენსირებულ დროში, მესამეც დაამატა.

დღის გვიან მატჩში, „სევილიამ“ „ბეტისი“ სტუმრად ლუკას ოკამპოსისა და ლუკ დე იონგის გოლებით დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში დაბრუნდა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-13 ტური. 10 ნოემბერი

ატლეტიკო - ესპანიოლი 3:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 53 069

0:1 დარდერი (38), 1:1 კორეა (45+1), 2:1 მორატა (58), 3:1 კოკე (90+1)

ატლეტიკო: ობლაკი, საული, ერმოსო, ფელიპე, ტრიპიერი, ვიტოლო (ლემარი 75), კოკე, ტომასი, ერერა, კორეა (ლიორენტე 90), მორატა (კოშტა 80)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, ბერნარდო, ნალდო (დიდაკი 18), ხავი ლოპესი, როკა, სანჩესი (მელენდო 72), გომესი, დარდერი, ლეი (კამპუსანო 59), ფერეირა

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: საული (60), ტომასი (85); ნალდო (45+4, მინდვრის გარეთ), კამპუსანო (65)

მალიორკა - ვილიარეალი 3:1

1:0 ლაგო (13 პენ), 2:0 როდრიგესი (23 პენ), 2:1 კასორლა (49 პენ), 3:1 კუბო (53)

ბილბაო - ლევანტე 2:1

0:1 პოსტიგო (45+1), 1:1 მუნიაინი (57), 2:1 კაპა (88)

ხეტაფე - ოსასუნა 0:0

ბეტისი - სევილია 1:2

0:1 ოკამპოსი (13), 1:1 ლორენი (45), 1:2 ლუკ დე იონგი (55)

0.128431