ფეხბურთი

2:00 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ ზედიზედ მეორედ შეცვალეს - პორტუგალიელი პირდაპირ გასახდელში გაეშურა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში რთული პერიოდი დადგა. 34 წლის პორტუგალიელისთვის სეზონი არცთუ ისე ომახიანად დაიწყო და მეტიც, ბოლო დროს მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა საგრძნობლად იკლო.

„მილანთან“ სერია A-ს XII ტურში კრიშტიანუს მორიგი ცუდი საღამო დაუდგა, მოედანზე არაფერი გამოსდიოდა და მეტიც, ბურთი ბევრჯერ უწყინარ სიტუაციაში დაკარგა. შედეგად, 55-ე წუთზე მაურიციო სარიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა და მოედანზე პაულო დიბალა შეუშვა.

რონალდუს რეაქცია კი საკმაოდ მკაცრი გამოდგა. იმის ნაცვლად, რომ სათადარიგო სკამზე გუნდთან ერთად ყოფილიყო, პირდაპირ გასახდელში გაეშურა და თანაგუნდელებთან არ გამოჩენილა. იტალიური მედია იტყობინება, რომ ის არამარტო გასახდელში შევიდა, არამედ სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სარიმ პორტუგალიელი ვარსკვლავი ზედიზედ მეორედ შეცვალა. ოთხი დღის წინ, მოსკოვის „ლოკომოტივთანაც“ იგივე მოხდა (1:1-ზე და შემდეგ ტურინელებმა მოიგეს). მას შემდეგ, რაც რონალდუ „იუვენტუსშია“, ზედიზედ ორჯერ პირველად შეცვალეს.

რაც შეეხება „მილანთან“ მატჩს, „ბებერმა ქალბატონმა“ სწორედ დიბალას ეფექტური გოლით მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.

0.11246