ფეხბურთი

16:18 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" საუკეთესო სტარტი ისტორიაში

მილანის „ინტერმა“ იტალიის სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია.

მას შემდეგ, რაც (1994 წლიდან) გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ, „ნერაძურის“ 12 ტურში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არ ჰქონია. ამრიგად, ანტონიო კონტემ პირველივე სეზონში მოახერხა გარკვეულწილად, სტატისტიკური მონაცემებით ისტორიაში შესვლა.

გარდა ამისა, შავ-ლურჯების ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ საწყის 12 ტურში გოლის გატანა ყველა მატჩში შეძლო. პირველად მსგავსი შემთხვევა 1997-1998 წლების სეზონის სტარტზე დაფიქსირდა და იმხანად „ინტერში“ ბრაზილიელი რონალდო ბრწყინავდა.

შეგახსენებთ, „ინტერი“ 31 ქულით პირველ ადგილზეა „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112335