სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:55 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერთან" თამაში სახიფათოა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურიდან ტურამდე ნათელია, რომ ანტონიო კონტეს „ინტერი“ საჩემპიონოდაა შემართული. თანაც, ეს ხომ კონტეს სტილია, პირველივე სეზონში დაუყოვნებლივ ეფექტი მოახდინოს გუნდზე, რომელიც მანამდე ბევრს ჩამოწერილი ჰყავდა.

ანტონიომ ეს უკვე დაამტკიცა, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“ ან თუნდაც იტალიის ნაკრებში და ახლა უკვე „ინტერშიც“ ამტკიცებს. „ნერაძური“ სატურნირო ცხრილის სათავეშია. მინიმუმ ერთი დღე, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უფრო დიდი ხნითაც, რადგან „იუვენტუსს“ „მილანთან“ პრინციპული დაპირისპირება დღეს ელოდება.

იქამდე კი, „ნერაძურიმ“, როგორც წინა ტურში ახლახ შემოატრიალა თამაშა. „ვერონა“ „ჯუზეპე მეაცაზე“ ვალერიო ვერეს ადრეული პენალტით დაწინაურდა და კარგა ხანს იგებდა, 65-ე წუთამდე, როდესაც მატიას ვესინომ გაათანაბრა. ბუნებრივია, ფრე მილანელებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა და გამარჯვება სჭირდებოდათ. ეს გამარჯვება კი ნიკოლო ბარელამ მოუტანა შავ-ლურჯებს, რომელმაც 83-ე წუთზე ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. „ინტერს“ 12 ტურის თავზე 31 ქულა აქვს და ისტორიაში ასეთი მაგარი შედეგი ამ დროისთვის არ ჰქონია! გარდა ამისა, 1997-1998 წლების სეზონის შემდეგ „ნერაძურიმ“ საწყის 12 ტურში გოლის გატანა პირველად მოახერხა. და, რაც მთავარია, გუნდსაშკარად ეტყობა გამარჯვებულის მენტალიტეტი, რადგან პირველად არ მოუბრუნებია მატჩი, რომელშიც მარცხდებოდა. მაგალითისთვის, „ვერონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა წლევანდელი „ინტერი“ და „იუვე“ შეადარა: „ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია. „იუვენტუსი“ უფრო ტექნიკურია, „ინტერი“ უფრო მტკიცე. „ბიანკონერის“ დაცვაში შეცდომები მოსდის და შეიძლება რაღაც მოახერხო, „ინტერთან“ არა“, - აღნიშნა ხორვატმა. ცნობისთვის, „ვერონამ“ ტურინელებთანაც სტუმრად ითამაშა, იქაც იგებდა და იქაც 1:2 წააგო, როგორც ახლა მილანში.

სანამ „ინტერი“ ნანატრი სკუდეტოსკენ მიიჩქარის, მანამდე „ნაპოლი“ ღრმა კრიზისს თავს ვერ აღწვეს. ურჩი ფეხბურთელები, რომელმაც აურელიო დე ლაურენტისს არ დაუჯერეს და მეტიც, ფაქტობრივად აუჯანყდნენ, „ჯენოასთან“ ხელმოცარულნი დარჩნენ - 0:0. უფერული თამაში და ბევრი ლანძღვა-სტვენა „სან პაოლოს“ ტრიბუნებიდან. ანჩელოტის გუნდი მართლაც რთულ დღეშია 19 ქულით მეშვიდეა და წელს მაქსიმუმი ალბათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება.

„ტორინომ“ კი როგორც იქნა. მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა და სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვა. ვალტერ მაძარის გუნდმა ეს „ბრეშასთან“ სტუმრად გააკეთა, რომელმაც ანდრეა ბელოტისა და ალექს ბერენგერის დუბლებით 4:0 აჯობა. ტურინელებმა ცოტა თუ გამოიკეთეს ხასიათი და ისევ გავიდნენ სანაკრებო პაუზაზე, იგივეს ვერ ვიტყვით, „ბრეშაზე“, რომელიც გასავარდნ ზონაშია. სხვათა შორის, ლომბარდიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ისევე როგორც მთლიანად სერია A-ში დებიუტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონ ფაბიო გროსოს ჰქონდა, მაგრამ მთლად დასამახსოვრებელი მისთვის არაფერი მომხდარა.

XII ტური კვირას ექვსი მატჩით დასრულდება, ხოლო მთავარი დუელი ტურინში, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის იქნება.

„ბრეშა“ – „ტორინო“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ბელოტი (17, პენ), 0:2 ბელოტი (26, პენ), 0:3 ბერენგერი (75), 0:4 ბერენგერი (80)

„ინტერი“ – „ვერონა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვერე (19, პენ), 1:1 ვესინო (65), 2:1 ბარელა (83)

„ნაპოლი“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.168919
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X