ფეხბურთი

22:45 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კიოლნმა" მწვრთნელი დაითხოვა

"კიოლნმა" მთავარი მწვრთნელი ახიმა ბაიერლორცერი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. პირველ გუნდს უახლოეს მომავალში ანდრე პავლაკი და მანფრედ შმიდი უხელმძღვანელებენ, ხელმძღვანელობამ კი ახალი თავკაცის ძიება უკვე დაიწყო.

"კოლნი" ახიმმა მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში "თხებმა" 13 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც სამი მოიგეს და ცხრა შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ბუნდესლიგაში "კიოლნი" შვიდი ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

თეგებიკიოლნი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114939