ფეხბურთი

12:06 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "სიტუაცია ნათელია, რუმინეგესთან ვისაუბრე"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურია, არსენ ვენგერი კი ერთ-ერთი კანდიდატი. ფრანგმა სპეციალისტმა beIN Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კარლ-ჰაინც რუმენიგე დაუკავშირდა და მისთვის სიტუაცია ნათელია.

„დავიწყოთ იმით, რომ მე აგენტი არ მყავს და ჩემი სახელით არავინ საუბრობს. ოთხშაბათ საღამოს რუმენიგემ დამირეკა, მაგრამ იმ მომენტში პასუხი არ შემეძლო, ამიტომ მოგვიანებით მე თვითონ დავურეკე. იმ დროს მანქანაში იყო და „ოლიმპიაკოსთან“ მატჩისთვის სტადიონზე მიდიოდა.

მკითხა ვიყავი თუ არა დაინტერესებული, რადგან მწვრთნელს ეძებენ. ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო კვირაში ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ჩემთვის სიტუაცია ნათელია“, - თქვა ვენგერმა.

0.151878