ფეხბურთი

11:14 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი უეფას უჩივის

მიშელ პლატინი უეფას სასამართლოში უჩივის და მისგან 7 მილიონ 200 ათას ევროს ითხოვს. ფრანს პრესის ინფორმაციით აღნიშნული თანხიდან 5.5 მილიონი ხელფასის დავალიანებაა, ხოლო დანარჩენ თანხას უეფას ყოფილი პრეზიდენტი მორალური ზარალისთვის კომპენსაციის სახით ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პლატინი 2007 წლიდან 2015 წლამდე უეფას პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, თუმცა ფიფას ეთიკის კომიტეტმა ის საფეხბურთო მოღვაწეობას 8 წლით ჩამოაშორა, მიზეზი კი მის ანგარიშზე ფიფას პრეზიდენტის, იოზეპ ბლატერის მიერ 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვა გახდა.

სასჯელი მოგვიანებით 4 წლამდე შემცირდა და დისკვალიფიკაციას ვადა 2019 წლის 8 ოქტომბერს ამოეწურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113313