ისტორია

10:12 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

9 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974. დაიბადა ალესანდრო დელ პიერო. იტალიის ეროვნული ნაკრების, “პადოვასა” (1991-1993) და ტურინის “იუვენტუსის” (1993 წლიდან) ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატების 1998 და 2002 წლების გათამაშებებშიც, ასევე 1996, 2004 და 2006 წლების ევროპის პირველობაზე. ალესანდრო დელ პიერომ ოთხჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 1996 წელს ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის იტალიის ხუთგზის ჩემპიონია (1995, 1997, 1998, 2002, 2003). მოგებული აქვს იტალიის თასი (1995), იტალიის სუპერთასი (1995, 1997, 2002, 2003), უეფას სუპერთასი (1996) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), ასევე ინტერტოტოს თასი (1999). 2006 წელს, “ჩაწყობილ მატჩებთან” დაკავშირებით, იტალიაში აგორებული სკანდალის გამო, “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, თუმცა დელ პიერომ და კომპანიამ მომდევნო სეზონში, კვლავ სერია A-ში დაბრუნება შეძლო. თავად ალესანდრო კი, სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიის 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა ნაკრებთან ერთად, დელ პიეროს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. 1998 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1997 და 1998 წლებში გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აგრეთვე არის ტურინის “იუვენტუსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 2010 წლის 30 ოქტომბერს დელ პიერომ სერია A-ში 179-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით “იუვეს” კიდევ ერთი ლეგენდის ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი გააუმჯობესა. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები
1904. ავიაციის ისტორიაში პირველად თვითმფრინავის გაფრენამ ხუთ წუთზე მეტ ხანს გასტანა.
1907. კანადის ქალაქ ედმონტონში პირველი სარაგბო მატჩი ჩატარდა. ედმონტონელები კალგარის გუნდთან 5:26 დამარცხდნენ.
1956. ლუი ტეცმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, უიპერ ბილი უოტსონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ქალაქ სენტ ლუისში ჩატარდა.
1984. ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბონეკრუჩერ სმიტი 12-რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1985. ბაქოელმა დიდოსტატმა გარი კასპაროვმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში, ანატოლი კარპოვი დაამარცხა. ახალი მსოფლიო ჩემპიონი 22 წლისა იყო.
1988. ბეისბოლისტთა ამერიკული ლიგის (MLB) ნაკრებმა რიგით მე-4 შეხვედრაში, იაპონელებს 8:2 მოუგო. მატჩი ნიშინომიაში ჩატარდა.
1996. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ინგლისის გუნდთან 0:2 წააგო. შეხვედრა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები პირველ ტაიმში ტედი შერინგემმა და ლეს ფერდინანდმა გაიტანეს. ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა ალექსანდრე ჩივაძე. საქართველო: ზოიძე, ლობჟანიძე, ცხადაძე, შელია, კობიაშვილი, გოგიჩაიშვილი (ღუდუშაური), ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე (გოგრიჭიანი). ინგლისი : სიმენი, კემპბელი, ჰინჩკლიფი, ინსი, ადამსი, საუთგეიტი, ბექჰემი, გასკოინი, ფერდინანდი (რაიტი), შერინგემი, ბეტი. ნაკრებს გლენ ჰოდლი წვრთნიდა.
2005. პროფესიონალ მოკრივეთა WBC ასოციაციის სუპერმძიმეწონოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ მუხლის ტრავმის გამო კარიერის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. ასოციაციამ ახალ ჩემპიონად ჰასიმ რახმანი დაასახელა.
2007. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, უშანგი კუზანაშვილმა (52 კგ) პირველი ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ზვიად ჩინჩალაძემ (მძიმე წონა), ხოლო კახა მამულაშვილი (74 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
2007. ფეხბურთის სერბი სპეციალისტი, ბორა მილუტინოვიჩი იამაიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ტექნიკური დირექტორის პოსტიდან გადააყენეს.
2007. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, რუუდ გულიტი ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “ლოს ანჯელეს გელექსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
2008. რაგბის ეროვნული პირველობის ფინალში, მიხეილ მესხზე, “ლოკომოტივმა” 19:9 “ლელო” დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა.

2009. აშშ-ს საუნივერსიტეტო ლიგის (NCAA) დამრიგებელმა ჯიმ ბოეჰეიმმა მწვრთნელის რანგში სარეკორდო რაოდენობის მატჩი, 1087-ე მოიგო. იმ დღეს “სირაკუზიმ” “ალბანის” 75:43 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ
1918. ფლორენს ჩედუიკი. ამერიკელი მოცურავე. 1970 წელს შეიყვანეს მოცურავეთა “დიდების დარბაზში”.
1921. ვიქტორ ჩუკარინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1923. ელის კოუჩმენი. ამერიკელი მძლეოსანი ქალი. სიმაღლეზე ხტომაში 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1932. გიორგი სხირტლაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (79 კგ წონითი კატეგორია) 1959 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1956 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 1960 წლის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე კი დაეუფლა ვერცხლის მედალს. გიორგი სხირტლაძე მსოფლიოს ჩემპიონატისა (1957) და მსოფლიოს თასის გათამაშების (1958) მეორე პრიზიორი, ასევე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონია (1954, 1956, 1957, 1960).
1936. მიხაილ ტალი. ჭადრაკში მსოფლიოს მერვე ჩემპიონი (1960-61). იგი გამოირჩეოდა კომბინაციური სტილის თამაშით. პრეტენდენტთა ტურნირის მსვლელობისას უნგრელმა მოჭადრაკე პალ ბენკომ ტალს მოწინააღმდეგეებზე ჰიპნოზის გაკეთება დააბრალა და რიგელ დიდოსტატთან სათამაშოდ მუქი სათვალეებით მივიდა. ამის მიუხედავად ტალმა უნგრელის დამარცხება იოლად მოახერხა. მიხეილ ტალი ერთი პერიოდი თბილისში ცხოვრობდა.
1948. შერონ სტაუდერი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1948. ლუიშ ფელიპე სკოლარი. ბრაზილიელი საფეხბურთო სპეციალისტი. 2002 წელს ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. პორტუგალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. ბრაზილიურ კლუბებთან ერთად მოგებული აქვს ლიბერტადორესის თასი და ქვეყნის ჩემპიონობა. სათავეში ედგა ლონდონურ “ჩელსის”. 2009-2010 წლებში უზბეკური “ბუნედკორის” დამრიგებელი იყო და წლიური შემოსავლით, 16,6 მილიონი ევრო, ყველაზე ძვირადანაზღაურებადი მწვრთნელი გახლდათ.
1951. ალექსანდრ ბელოვი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და ლენინგრადის “სპარტაკის” მეფარე (202 სმ). 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. სწორედ ალექსანდრე ბელოვმა ჩაუგდო ამერიკელებს ფინალური მატჩის დასრულებამდე წამით ადრე გადამწყვეტი ბურთი (ივან ედეშკოს პასით). 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონი (1974). “სპარტაკის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს საკავშირო ჩემპიონის ტიტული. გამოირჩეოდა თამაშის ელეგანტური სტილით. ალექსანდრე ბელოვი დაიღუპა 1978 წლის 3 ოქტომბერს.
1966. შტეფან ედბერგი. შვედი ჩოგბურთელი. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. ედბერგს შვიდჯერ აქვს მოგებული “დიდი სლემის ტურნირები. იგი 1985, 1987 წლებში უძლიერესი იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე, 1988 და 1990 წლებში მოიგო უიმბლდონის გათამაშება, ხოლო 1991, 1992 და 1993 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი. შტეფან ედბერგმა შვედეთის ნაკრების რიგებში 7-ჯერ ითამაშა დევისის თასის ფინალში და 4-ჯერ პირველობა მოიპოვა (1984, 1985, 1987, 1994). ედბერგი 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია ერთეულთა თანრიგში, ხოლო 1988 წლის ოლიმპიადაზე, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, მან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
1970. მელანი როში. ავსტრალიის სოფტბოლის ნაკრების მოთამაშე. 1996 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.
1974. ალესანდრო დელ პიერო. იტალიის ეროვნული ნაკრების, “პადოვასა” (1991-1993) და ტურინის “იუვენტუსის” (1993 წლიდან) ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატების 1998 და 2002 წლების გათამაშებებშიც, ასევე 1996, 2004 და 2006 წლების ევროპის პირველობაზე. ალესანდრო დელ პიერომ ოთხჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 1996 წელს ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის იტალიის ხუთგზის ჩემპიონია (1995, 1997, 1998, 2002, 2003). მოგებული აქვს იტალიის თასი (1995), იტალიის სუპერთასი (1995, 1997, 2002, 2003), უეფას სუპერთასი (1996) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), ასევე ინტერტოტოს თასი (1999). 2006 წელს, “ჩაწყობილ მატჩებთან” დაკავშირებით, იტალიაში აგორებული სკანდალის გამო, “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, თუმცა დელ პიერომ და კომპანიამ მომდევნო სეზონში, კვლავ სერია A-ში დაბრუნება შეძლო. თავად ალესანდრო კი, სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიის 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა ნაკრებთან ერთად, დელ პიეროს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. 1998 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1997 და 1998 წლებში გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აგრეთვე არის ტურინის “იუვენტუსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 2010 წლის 30 ოქტომბერს დელ პიერომ სერია A-ში 179-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით “იუვეს” კიდევ ერთი ლეგენდის ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი გააუმჯობესა. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.
1985. ალექსანდრე გურული. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების, “ბულონის”, “ლიონი B”-ს, ლვოვის “კარპატის”, გორის “დილას”, ბათუმის “დინამოს”, “ზესტაფონის”, “სამტრედიას”, “აზალის” ნახევარცველი. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

0.151043