ფეხბურთი

22:10 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მუნირი გამოარჩიეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩების შემდეგ მუნირ ელ ჰადადი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "სევილიას" ფეხბურთელმა "დუდელანჟესთან" მოგებულ (5:2) მატჩში სამი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ელ ჰადადიმ ლა ლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა და თავი არაფრით გამოიჩინა, ევროპა ლიგაზე კი ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124347