ფეხბურთი

17:46 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ინგლისის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიიღო - გვამცნობს პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ჩელსიმ“ ოქტომბერში სამი მატჩი მოიგო: „ნიუკასლთან,“ „საუთჰემპტონთან“ და „ბარნლისთან.“კლუბმა რეკორდიც დაამყარა, სტუმრად ზედიზედ ოთხი გამარჯვებით.

41 წლის სპეციალისტმა გამოკითხვაში „ლივერპულის“ იურგენ კლოპს, „ბრაიტონის“ გრემ პოტერს, „ლესტერის“ ბრენდან როჯერსსა და „ასტონ ვილას“ დინ სმიტს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110486