ფეხბურთი

14:53 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „მწვრთნელობა იტალიაში? რატომაც არა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტების კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა მწვრთნელად იტალიაში, დადებითი პასუხი გასცა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას, ერთი სეზონი მან სერია A-ს “ბრეშაში“ გაატარა.

„მწვრთნელობა იტალიაში? რატომაც არა. სასიამოვნო იყო იქ თამაში, როცა გუნდს დიდი კარლო მაცონე ხელმძღვანელობდა. კარგი დრო გახლდათ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. თუმცა, ჯერჯერობით ინგლისშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს. პრემიერლიგა ჩინებული ჩემპიონატია.

ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ არც ისეთი ასაკოვანი ვარ. ზაფხულში ამბობდნენ, თითქოს „იუვენტუსში“ ვაპირებდი გადასვლას. მაგრამ ეს ტყუილი იყო. ჟურნალისტებს უკეთ მართებთ თავისი საქმის კეთება.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.

0.1159