ფეხბურთი

14:21 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოდეირო: „სუარესის MLS-ში გადასვლა დროის ამბავია“

ურუგვაის ნაკრებისა და ამერიკული „სიეტლ საუნდერსის“ ნახევარმცველმა, ნიკო ლოდეირომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თანამენაკრებე, ლუის სუარესი, ადრე თუ გვაიან აუცილებლად გადავა ჩრდილოამერიკულ ლიგაში.

„სუარესს MLS-ში გადასვლა სურს. სანაკრებო შეკრებებისას ყოველთვის მეკითხება ხოლმე ამ ჩემპიონატის შესახებ. დიახ, მისი ოცნება „ბარსელონაში“ თამაში იყო. საოცარ დონეზე თამაშობს იქ და ბედნიერიცაა. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ის MLS-ში გადავა. ეს დროის საქმეა. შესაძლოა, ჩემი თანაგუნდელიც გახდეს.“ - ციტირებს ლოდეიროს სიტყვებს MLS-ის ოფიციალური საიტი.

ესპანურ მედიაშიც უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ კატალონიური კლუბი ახალგაზრდა თავდამსხმელებს ეძებს, რომლებიც, სავარაუდოდ სუარესის შემცვლელებად მოიაზრებიან.

0.135535