ფეხბურთი

11:19 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ „ჩელსისგან“ ჟირუს ყიდვას აპირებს

„ინტერი“ „ჩელსის“ ფრანგი შემტევით, ოლივიე ჟირუთი დაინტერესებულა - წერს La Gazzetta Dello Sport.

გამოცემის ცნობით, იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, 50 წლის ანტონიო კონტე, ყოველი პოზიციის თითო ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს. ჟირუ კი ამბობდა, რომ არ არის კმაყოფილი დღევადელი სიტუაციით, რადგან „არისტოკრატების“ შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ.

კონტე კი ფიქრობს, რომ ჟირუ სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც მის სტილს მოერგება.

მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით ჟურუმ მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა და თავი არაფრით გამოუჩენია.

0.114692