ფეხბურთი

3:58 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმძიმესი ტრავმა ევროპა ლიგაზე - ფეხბურთელმა გონება დაკარგა

ევროპა ლიგის მესამე ტურში „ვულვერჰემპტონისა“ და „სლოვანის“ შეხვედრაში სტუმართა ნახევარმცველმა ქენან ბაირიჩმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე რაულ ხიმენესი ბურთზე დარტყმას ლამობდა, მაგრამ ფეხი ბაირიჩს პირდაპირ თავში მოხვდა. შედეგად, ბრატისლაველთა ფეხბურთელი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა.

მომხდარმა ფეხბურთელებში პანიკა გამოიწვია და მაშინვე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს უხმეს, ხოლო 24 წლის სლოვენიელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ხიმენესმა ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის ბოლოს კი გოლი გაიტანა, თავის გუნდს მოაგებინა (1:0), მაგრამ ესოდენ მნიშვნელოვანი გოლი არ აღუნიშნავს და ბაირიჩს მოუბოდიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131423