ფეხბურთი

23:20 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნენად ბიელიცა: "VAR-ი საშინელებაა, ფეხბურთს და ემოციებს კლავს!"

ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა ფეხბურთში ვიდეორეფერის წინააღმდეგია. „შახტართან“ ხორვატებმა პრაქტიკულად მოგებული შეხვედრა ვერ მოიგეს, რადგან მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთში VAR-მა მათ კარში პენალტი დანიშნა და თამაშიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ხორვატმა სპეციალისტმა ემოციები ვერ დამალა და თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა.

„არ მინდა ანალიზი გავუკეთი იმას, რაც VAR-მა გააკეთა ამ თამაშში. VAR- საშინელებაა! ემოციებს კლავს, თამაშს კლავს! ეს ცირკია, რომელიც არაფერში გვეხმარება. შეხედეთ ინგლისს, იტალიას, რა ხდება იქ. მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ“, - თქვა ბიელიცამ.

შეგახსენებთ, ზაგრების „დინამო“ C ჯგუფში 5 ქულით დონეცკის „შახტართან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112993