სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:15 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილმა გულშემატკივრებს უპასუხა: "ტორპედო", მსაჯობა, ბათუმის ახალი სტადიონი, ვაისი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფეისბუქლაივის მეშვეობით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ეროვნული ლიგა

სამი ტური დარჩა და ძალიან დაძაბული სეზონია. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, რაც ბოლო წლებში გვქონია. თუნდაც ის ფაქტი, რომ სამი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ქვედა ნაწილშიც ძალიან დაძაბული ვითარებაა და საერთო ჯამში მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევქმენით, ძალიან კარგად მუშაობს. ხარისხის მიმართულებით ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სიტუაცია იქნება თუნდაც მომავალ სეზონში.

„ჩიხურა“ – „დინამო ბათუმის“ მატჩი

ჩემთვის მიუღებელი და გაუგებერია გუნდის ხელმძღვანელის პოზიცია და განცხადებები. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს უფლება გააკრიტიკოს, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რასაც არ უნდა გავცდეთ. იქ იყო შეურაცხყმოფელი სიტყვები, რაც არამარტო ჩვენთან, არამედ ყველგან დასჯადია. რაც შეეხება მსაჯს - ჩემი გადმოსახედიდან ხელით თამაში იყო და პენალტიც უნდა დაენიშნა. რატომ არ დაინიშნა, ეს ნამდვილად არ ვიცი. როგორც წესი ყველა ქვეყანაში მსაჯის მოქმედება ყოველთვის ფასდება და ქულები ეწერება. თუ შეფასება არის დაბალი, ის მსაჯი ისჯება და ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ტურს გამოტოვებს ან ქვედა ლიგაში იმსაჯებს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ანაზღაურება ექნებათ, რადგან მათ არ აქვთ ხელფასი და დამოკიდებულნი არიან იმ თამაშებზე, რომელსაც მოემსახურებიან. ბუნებრივია თუ არ იმსაჯებენ, ნაკლები შემოსავალი ექნებათ. ცალსახად არასწორია შეცდომის მიზანმიმართულად აღქმა. არანაირი ფაქტები არ არსებობს და თუ ეს ფაქტები არსებობს, მაშინ გუნდმა უნდა წარმოადგინოს და თუ რეაგირება არ იქნება, მე პასუხისმგებლობას ავიღებ. მაგრამ ფაქტების გარეშე ასეთი საუბარი არასწორია, მითუმეტეს როდესაც ბრიფინგს ატარებს და გუნდებს ადებ ხელს. თუ არსებობს ეს ფაქტები წარმოადგინეთ, თუმცა, თუ არ არსებობს, ვიმეორებ ასეთი საუბარი არ შეიძლება. უნდა ვიცოდეთ ზღვარი და ჩარჩოები. რაც შეეხება მოედანს, საჩხერეში აბსოლუტურად სხვა სტადიონი კეთდება და მომავალი სეზონიდან ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამ მოედანზე ითამაშეს სხვა გუნდებმაც. თუმცა ცხადია, ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება და ეს პრობლემა რომ არსებობს, ვაღიარებთ.

ქუთაისის „ტორპედო“

მძიმე პრობლემაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ფინანსურად დავეხმარეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია ყველაფერს მოაგვარებდა. გუნდი წარუმატებლად თამაშობს ჩემპიონატში და ვისურვებდი, რომ მალე დაუბრუნდეს იმ ადგილს, რაც „ტორპედოს“ შეეფერება. რაც შეეხება ინვესტორს, ჩვენ დაგვიკავშირდნენ იტალიიდან და აინტერესებდეთ გუნდის შესახებ ინფორმაცია, თუმცა უფრო მეტი მერიისა და გუნდის ხემძღვანელობის კომპეტენციაა. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა რამდენად რეალურია ეს ინტერესი და როდის გადაწყდება ეს საკითხი. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ გერმანიის კლუბის აქციონერებსაც აქვთ ინტერესი, მაგრამ მე მათთან შეხვედრა არ მქონია და დეტალურად ვერაფერს გეტყვით. ასევე ვიცი, რომ ქართველ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ „ტორპედო“ მათ საკუთრებაში გადავიდეს. ამაზე მეტს ნამდვილად ვერ გეტყვით და ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარებულიყოს.

ფონდის დაფინანსება და კონტროლი

რასაკვირველია ამას თავად ფონდი აკონტროლებს თუ სად იხარჯება თანხები, მაგრამ საუბარია მხოლოდ იმ თანხაზე, რომელსაც თავად ფონდი გაცემს. ხაზს გავუსვამ, რომ ხელფასებში არ იხდება ეს ფული და არის კონკრეტული პროცენტული რაოდენობა, თუ რამდენი შეუძლია ხელფასებში გამოიყენოს ეს არის, დაახლოებით 40-50%-ით, მეტს ვერ გამოიყენებს, მხოლოდ ხელფასებში. დანარჩენი ხმარდება სხვა საჭიროებსბ, რაც გუნდს სჭირდება.

ბათუმის ახალი სტადიონი

ვფიქრობთ, რომ ბათუმში ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე, მაგრამ სხვადასხვა ნიუანსებია. სტადიონის მშენებლობის პროცესს ძალიან პოზიტიური შეფასება აქვს, მაგრამ ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მაგალითად უნდა ვიცოდეთ, რომ მარტისთვის ნამდვილად მზად იქნება სტადიონი, რადგან სანამ ოფიციალური მატჩი უნდა ჩატარდება, მაგრამ ტესტმატჩებიც არის ჩასატარებელი, რომ სტადიონი მზად იყოს. მე ნამდვილად მომხრე, რომ ამ ულამაზეს სტადიონზე ვუმასპინძლოთ ერთა ლიგას, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, საქართველოს ნაკრებმა გვინდა რეგიონებშიც ითამაშოს და გვქონდა შემთხვევა, როდესაც გორში, ქუთაისში ითამაშა ნაკრებმა. ცხადია, თბილისში თამაშშიც პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ შესაძლებლობა თუ იქნება, რეგიონშიც აუცილებლად ვითამაშებთ. ჩვენი სურვილი ნამდვილაა, რომ ეს მოხდეს.

ზუგდიდის სტადიონი

რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ გამოცხადდა ტენდერი, ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა და უნდა გააგრძელოს მშენებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენგან უკმაყოფილება არის, ვინაიდან ჩვენი ჯგუფი იყო ჩასული ზუგდიდში და სამწუხაროდ, ხარვეზები კიდევ არსებობს თუნდაც მეორე პროექტთან მიმართებაში. ჩვენ მივუთითეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რადგან ეს არ არის უბრალო თემა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სტადიონი არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ საქართველოსთვის.

ვლადიმირ ვაისი

მას ჩვენთან აკავშირებს კონტრაქტი და რჩება ჩვენთან. მისი მუშაობა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, ყოველთვის მეტი გვინდა, მაგრამ მთლიანობაში მისი მუშაობა მოგვწონს. შემიძლია დავადასტურო, რომ დღევანდელი მდგომარეობით და არც მანამდე, მისი შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა და ეს თემა აქტუალური არაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113074
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X