კალათბურთი

0:05 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა სასახლემ თბილისის U14 ჩემპიონატის კენჭისყრას უმასპინძლა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში 14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. დედაქალაქის პირველობასთან ერთად ამ ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის დატვირთვაც აქვს, რადგან თბილისის საუკეთესო 8 გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვიოთარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში 21 გუნდი მონაწილეობს. დღევანდელ კენჭისყრაზე გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდა. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურებს.

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი სტარტს 9 ნოემბერს აიღებს.

gbf.ge

0.159384