ფეხბურთი

17:53 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბორგი: „გალიარდო დეკემბერში „ბარსელონას“ ჩაიბარებს“

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეკომენტატორი, კლაუდიო ბორგი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ „რივერ პლეიტის“ ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, მარსელო გალიარდო, დეკემბერში „ბარსელონას“ დამრიგებელი გახდება.

„გალიარდო „ბარსელონას“ მწვრთნელი დეკემბერში გახდება. დღეისათვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. „რივერის“ პრეზიდენტი, როდოლფო დ’ონოფრიო ამბობდა, რომ მარსელო კლუბს მხოლოდ მის შემდეგ დატოვებდა, მაგრამ ჩემი ინფორმაცია სიტუაციასთან უფრო ახლოა.“ - უთხრა ბორგიმ AS-ს.

გალიარდო „რივერ პლეიტს“ 2014 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორ-ორჯერ არგენტინის და ლიბერტადორესის თასები მოიპოვა. რივერი წლევანდელ სეზონშიც გავიდა ლიბერტადორესის თასის ფინალში, რომელშიც 23 ნოემბერს ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.

0.125404