კალათბურთი

14:25 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

დასრულდა თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. შედეგად, თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავიდა, რითაც მათ საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს და ბრძოლას დედაქალაქის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ჩემპიონატის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგანაც პლეი ოფში 8 საუკეთესო გავიდა.

“ა” ჯგუფიდან მეოთხედფინალის საგზურები “აკადემია 1”-მა და “ჰიუნდაიმ” მოიპოვეს. პლეი ოფში გავიდა საკალათბურთო აკადემიის მეორე გუნდიც, რომელიც “ც” ჯგუფში დაუმარცხებელი “ზაზა 1”-ის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ტურნირის უპირობო ფავორიტმა “დინამომ” ჯგუფში სამივე შეხვედრა – ჯამში 192 ქულის სხვაობით მოიგო, რომლის კვალზე მეოთხედფინალში “მართვე 1” გავიდა.

“დ” ჯგუფიდან პლეი ოფის საგზური დაუმარცხებელმა “ვინგსი 1”-მა და “მეგამ” მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა პირადი მოგებით აჯობა ტოლქულოვან “მაკაბის”. წარმოგიდგენთ პლეი ოფის წყვილებს, თამაშების კალენდარს და დასრულებული ჯგუფური ეტაპის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას.

gbf.ge

0.132828