ფეხბურთი

4:01 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: სამი მერვედფინალისტი გარკვეულია (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტური მიილია და სამი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა - „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ პლეი-ოფში დანამდვილებით ითამაშებენ.

სხვა მხრივ, მადრიდის „რეალი“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ ახლოს არიან იმავე წარმატებასთან, ისევე როგორც მადრიდის „ატლეტიკო“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში ხელი მოეცარა.

A ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენი“ ერთ-ერთი იმ სამი გუნდიდან, რომელმაც უკვე გაიფორმა პლეი-ოფის საგზური. ტომას ტუხელის გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს და „ბრიუგესთან“ მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონს გაუჭირდა, რადგან მატჩის მიწურულს კეილორ ნავასი მოევლინა მხსნელად. ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ იკარდის საოცარი სტატისტიკა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე - 10 მატჩი და 8 გოლი! ასეთ მცირე რაოდენობის შეხვედრებში უფრო მეტი გოლი (9) მხოლოდ სიმონე ინძაგის, ჰარი კეინსა და სადიო მანეს აქვთ გატანილი. 74-ე წუთზე კი, „ბრიუგემ“ პენალტის შესრულების შანსი მიიღო, მაგრამ დიანეს ნავასმა აჯობა და თავის გუნდს მოაგებინა. შედეგად, პსჟ-მ მერვედფინალშია, თუმცა, ჯერ პირველი ადგილი არ აქვს გარანტირებული (ამასთანაც ძალიან ახლოსაა).

მადრიდის „რეალმა“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ სტამბოლის „გალათასარაი“ დაიბრიყვა და ჯერ თურქეთში აჯობა, ახლა მადრიდში გააცამტვერა - 6:0. უკვე მე-7 წუთზე როდრიგოს დუბლით მადრიდელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მატჩის ბედი. როდრიგო კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა. საერთოდ, ბრაზილიელს დიდებული საღამო ჰქონდა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თანაც, სრულყოფილი, რადგან ორივე ფეხით და თავით გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი, ვინც ლიგაზე გაიტანა. რაულის შემდეგ მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე. მის გარდა, კარიმ ბენზემამაც გაიტანა, თანაც ორჯერ. ფრანგმა ლიონელ მესის შედეგი გაიმეორა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 სეზონია გოლს იტანს. ერთიც სერხიო რამოსმა პენალტით შეაგდო და ზინედინ ზიდანის გუნდმა სეზონში ცალსახად საუკეთესო თამაში ჩაატარა. მადრიდულ გრანდს 7 ქულა აქვს და მეორე ადგილის დაკავებაში ალბათ ხელი არ შეეშლება.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბრიუგე“ 1:0 (1:0) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 43 100

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; დაგბა, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; გეიე, მარკინიოსი, ვერატი (სარაბია 90); მბაპე (დრაქსლერი 83), იკარდი (კავანი 72), დი მარია

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; კოსონუ, მეჩელე, დელი, რიჩა; რიცი (კატელარე 86), ბალანტა, ვანაკენი; დენისი, ოკერეკე (დიანე 66), დიატა (შრივერსი 77)

მწვრთნელი: ფილიპ კლემენი

გოლი: 1:0 იკარდი (22)

გაფრთხილება: ვერატი (54), ტიაგო სილვა (74) - ალანტა (26)

გამოუყენებელი პენალტი: დიანე (76, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 9 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

„რეალი“ – „გალათასარაი“ 6:0 (4:0) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 65 492

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო (მენდი 42); კროოსი, კაზემირო (მოდრიჩი 60), ვალვერდე; როდრიგო, ბენზემა, აზარი (ისკო 86)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო, ლუინდამა, მარკაო, ნაგატომო (ბუიუკი 88); სერი, ნზონზი (ბაირამი 46), ლემინა; ფეგული, ანდონე (დონკი 46), ბაბელი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლები: 1:0 როდრიგო (4), 2:0 როდრიგო (7), 3:0 სერხიო რამოსი (14, პენ), 4:0 ბენზემა (45), 5:0 ბენზემა (81), 6:0 როდრიგო (90)

გაფრთხილება: ვალვერდე (42) - ნზონზი (13), ბაბელი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 3 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

B ჯგუფი

ნიკო კოვაჩის გარეშე დარჩენილმა „ბაიერნმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ძალიან ადვილად მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. „რეკორდმაისტერი“ ბერძნულ გუნდთან უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გასაკვირია, რომ ანგარიში მხოლოდ 69-ე წუტზე გაიხსნა. რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა გატანა, პოლონელს საოცარი სეზონი აქვს: ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა (ჯამში 14 თამაში და 20 გოლი). მატჩის მიწურულს მეორე გოლი ივან პერიშიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ბაიერნი“ 12 ქულით ლიდერია.

მეორე ადგილზე ალბათ „ტოტენჰემი“ გავა, რომელმაც გასულ სეზონში ამსტერდამში, „აიაქსთან“ მოგების შემდეგ სტუმრად პირველად მოიგო. ეს კი, ბელგრადში გააკეთა, სადაც „ცრვენა ზვეზდას“ 4:0 აჯობა. ჰონ-მინ სონმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯოვანი ლო სელსომ და კრისტიან ერიკსენმა გაიტანეს. წესით, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არ უნდა გაუჭირდეს მერვედფინალის საზგურის მოპოვება, რადგან უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.

„ბაიერნი“ – „ოლიმპიაკოსი“ 2:0 (0:0) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 63 646

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ხავი მარტინესი, ალაბა, დევისი; კიმიხი, გორეცკა (ტოლისო 82); გნაბრი (პერიშიჩი 88), მიულერი, კომანი (კოუტინიო 90); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): ჟოზე სა; ელაბდელაუი, სემედუ, მერია, ციმიკასი; გილერმე, კამარა, ბუჩალაკისი (ვალბუენა 71); რანდიელოვიჩი (მასურასი 61), გერერო, პოდენსე (ელ არაბი 79)

მწვრთნელი: პედრო მარტინში

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (69), 2:0 პერიშიჩი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (10) – 2 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 14:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პაველ რაშჩკოვსკი (პოლონეთი)

„ცრვენა ზვეზდა“ – „ტოტენჰემი“ 0:4 (0:1) VIDEO

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

მაყურებელი: 42 381

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი (ჟანდერი 46), მილუნოვიჩი, დეგენეკი, როდიჩი; პეტროვიჩი, იოვანჩიჩი (კანაში 62); გარსია (ბოაჩი 67), მარინი, ლა პარა; პავკოვი

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): გაზანიგა; ფოიტი, სანჩესი, დაიერი, როუზი; ნდომბელე, სისოკო; ლო სელსო (სკიპი 86), ალი (ერიკსენი 62), სონი (სესენიონი 75); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ლო სელსო (34), 0:2 სონი (57), 0:3 სონი (61), 0:4 ერიკსენი (85)

გაფრთხილება: პეტროვიჩი (65) - დაიერი (30), სკიპი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 15 (10) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

C ჯგუფი

ბერგამოს „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ ბრძოლაში შეძლო არწაგება და უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა. პირველ ტაიმში პეპ გვარდიოლას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და რაჰიმ სტერლინგის გოლით მალევე დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს საინტერესო მომენტის ჯერი დადგა: რაჰიმ სტერლინგი წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ შემდეგ განიხილეს ვიდეორეფერისთან და პენალტი ჯარიმად გადაკეთდა. ჯარიმა თავად სტერლინგმა შეასრულა და ცოცხალ კედელში მდგარ რაჰიმ სტერლინგს ბურთი ხელზე მოხვდა, ამჯერად ბერგამოელები თერთმეტმეტრიანს ვერ გადაურჩნენ. ბურთთან გაბრიელ ჟესუსი მივიდა და კარს ააცილა... მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მარიო პაშალიჩმა გაათანაბრა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, 81-ე წუთზე სტუმრებს კლაუდიო ბრავო გაუგდეს და კარში კაილ უოლკერს მოუწია ჩადგომა. თუმცა, ამით მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს და მიუხედავად იმისა, რომ 10 წუთზე მეტი ჰქონდათ კარში ხეირიანად დასარტყმელად, ეს ვერ გააკეთეს და ფრეს დასჯერდნენ.

პარალელურად კი, ზაგრებში ნამდვილი თრილერი შედგა. „დინამომ“ და „შახტარმა“ გოლები დასაწყისშივე გაცვალეს და ეს ანგარიში 83-ე წუთამდე შენარჩუნდა. ამ დროს უკვე გუნდები 10-10 კაცის შემადგენლობით იყვნენ მოედანზე. ხორვატიის ჩემპიონმა თითქოს გატეხა დონეცკელები და 89-ე წუთზე 3:1 დაწინაურდა. ეს ალბათ გამარჯვების ტოლფასი იყო. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და მესამე წუთი იწურებოდა, როცა „შახტარი“ კვლავ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში სასწაული მოახდინა - ჟუნიორ მორაეშმა და ტეტემ (პენალტით) გაათანაბრეს. დავძენთ, რომ სამწუხაროდ, დავით ხოჭოლავას არ უთამაშია.

შედეგად, ჯგუფში ძალიან საინტერესო ვითარებაა: „სიტი“ 10 ქულით ლიდერია და ალბათ მომდევნო ტურში გაიფორმებს პირველ ადგილს. სამაგიეროდ, „ატალანტა“, რომელიც ბოლო ადგილზეა კინკილა ქულით ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. ამისთვის მას დარჩენილი ორივე მატჩის მოგება („დინამოსთან“ და „შახტართან“) და პარალელურად „სიტის“ დახმარება დასჭირდება, რომელმაც იგივე გუნდებთან არ წააგოს. წესით, რთული იქნება, მაგრამ არარეალური გათვლები არაა. ისე კი, უკრაინულ და ხორვატულ გუნდებს ამ დროისთვის 5-5 ქულა აქვთ.

„ატალანტა“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (0:1) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 34 326

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი, პალომინო, ჯიმშიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი (მალინოვსკი 84), კასტანე (მურიელი 90); გომესი; ილიჩიჩი, პაშალიჩი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი (ბრავო 46); კანსელუ, ოტამენდი, ფერნანდინიო, მენდი; დე ბრუინი, გუნდოგანი, ბერნარდო სილვა; მაჰრეზი (უოლკერი 88), გაბრიელ ჟესუსი (აგუერო 73), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 სტერლინგი (7), 1:1 პაშალიჩი (49)

გამოუყენებელი პენალტი: გაბრიელ ჟესუსი (43, ააცილა)

გაფრთხილება: ჯიმშიტი (27), ტოლოი (39), ილიჩიჩი (43), კასტანე (79)- ფერნანდინიო (70), მენდი (90), ბერნარდო სილვა (90)

გაძევება: ბრავო (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 7 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

„დინამო“ – „შახტარი“ 3:3 (1:1) VIDEO

ზაგრები, „მაქსიმირი“

მაყურებელი: 28 316

„დინამო“ (3-5-2): ლივაკოვიჩი; თეოფილე, დილავერი, პერიჩი; სტოიანოვიჩი (ივანუშეჩი 72), ოლმო, მორო, ადემი, ლეოვაჩი; პეტკოვიჩი (კაძიორი 90), ორშიჩი (გირა 77)

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; დოდო, კრივცოვი, მატვიენკო (დენტინიო 86), ისმაილი; ალან პატრიკი (ტეტე 84), სტეპანენკო (ბაია 90); მარლოსი, კოვალენკო, ტაისონი; მორაეში

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

გოლები: 0:1 ალან პატრიკი (13), 1:1 პეტკოვიჩი (25), 2:1 ივანუშეჩი (83), 3:1 ადემი (89), 3:2 მორაეში (90), 3:3 ტეტე (90, პენ)

გაფრთხილება: დილავერი (34), მორო (41, 74), ადემი (90), თეოფილე (90) - მარლოსი (73, 79)

გაძევება: მორო (74) - მარლოსი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 14 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

D ჯგუფი

ტურინის „იუვენტუსი“ კიდევ ერთი მერვედფინალისტია. 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად „იუვემ“ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შეძლო ჯგუფიდან გასვლა. ეს მოსკოვში მოხდა, სადაც მაურიციო სარის გუნდმა „ლოკომოტივს“ აჯობა. უკვე მეოთხე წუთზე აარონ რემზიმ გახსნა ანგარიში, რასაც მოსკოველებმა მალევე უპასუხეს. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კი, დუგლას კოშტამ ითამაშა ფანტასტიკურად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო დღის ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ გოლმა „იუვენტუსს“ ვადაზე ადრე მოუტანა მერვედფინალის საგზური. "რკინიგზელთა" შორის განაცხადშიც ვერ მოხვდა სოლომონ კვირკველია და მისი მოედანზე არყოფნა უკვე აღარავის აკვირვებს.

საერთოდ, ტურინელები პირველ ადგილთანაც ძალიან ახლოს არიან, რადგან „ატლეტიკომ“ ლევერკუზენში, „ბაიერთან“ წააგო და კონკურენტს სამი ქულით ჩამორჩა. დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებელია და „ბაიე არენაზეც“ უქულოდ დარჩა. „ლევერკუზენმა“ ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა შანსი მიზერულია. „როხიბლანკო“ გერმანელებსა და რუსებს 4-4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ატლეტიკო“ „იუვეს“ ესტუმრება, ხოლო „ლოკომოტივი“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს.

„ლოკომოტივი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა

მაყურებელი: 26 862

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი; ჟემალეტდინოვი (მურილო 81), კრიხოვიაკი, ბარინოვი, ჟოაო მარიო (კოლომეიცევი 85); ალ. მირანჩუკი, ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა (დუგლას კოშტა 70), პიანიჩი, რაბიო; რემზი (ბენტანკური 64); რონალდუ (დიბალა 81), იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რემზი (4), 1:1 ალ. მირანჩუკი (12), 1:2 დუგლას კოშტა (90)

გაფრთხილება: რიბუსი (83) - ბონუჩი (39), დუგლას კოშტა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 15 (9) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

„ლევერკუზენი“ – „ატლეტიკო“ 2:1 (1:0)

ლევერკუზენი, „ბაი არენა“

მაყურებელი: 28 160

„ლევერკუზენი“ (4-4-2): ჰრადეცკი; ვეიზერი, ტაჰი, ბენდერი, ვენდელი (რეცოსი 81); ბელარაბი, არანგიზი (ბაუმგარტლინგერი 65), დემირბაი, ამირი; ვოლანდი, ჰავერცი (დრაგოვიჩი 88)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ფელიპე, ჰერმოსო, ლოდი (ლემარი 52); კორეა (ერერა 70), კოკე, ტომას პარტეი, საულ ნიგეზი; მორატა, დიეგო კოშტა (ვიტოლო 61)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ტომას პარტეი (41, ა.გ), 2:0 ვოლანდი (55), 2:1 მორატა (90)

გაფრთხილება: ვეიზერი (50), ტაჰი (79), ბელარაბი (79) - მორატა (79), ობლაკი (79)

გაძევება: ამირი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 16 (8) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.739088