ფეხბურთი

1:51 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლი

მადრიდის „რეალის“ შემტევმა როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლი შეასრულა. 18 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს „გალათასარაის“ კარში ორი გოლის გასატანად 6 წუთი და 14 წამი დასჭირდა.

როდრიგომ გონსალო იგუაინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2018 წელს „ტოტენჰემთან“ დუბლი თამაშის დაწყებიდან 8 წუთსა და 8 წამში გაიფორმა. მესამე ადგილზე კი, ხულიო რიკარდო კრუზია, არგენტინელმა 2006 ლის 18 ოქტომბერს, „ინტერი“ – „სპარტაკის“ შეხვედრაში 8 წუთსა და 30 წამში შეასრულა დუბლი.

როდრიგო 6 წუთში შესრულებულ დუბლს არ დასჯერდა და ბოლო წუთზე ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (18 წლისა და 301 დღის). რეკორდი ისევ რაულს ეკუთვნის, რომელმაც 1995 წელს "ფერენცვაროში" სამჯერ დაამწუხრა (18 წლისა და 113 დღის). და კიდევ, როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

მადრიდის „რეალმა“ კი „გალათასარაი“ 6:0 გაანადგურა და როდრიგომ ჰეთ-თრიქთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.113037