სხვა

22:56 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC ანტისადოპინგო პროგრამისთვის 10 მილიონ დოლარს გამოყოფს

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მსოფლიოს ანტისადოპინგო კონფერენციაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, IOC ანტისადოპინგო პროგრამისთვის და სუფთა სპორტსმენების დასაცავად 10 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

ექვსი წლის წინათ IOC-ის სახელით სუფთა სპორტსმენების დასაცავად 10 მილიონი დოლარის ვალდებულებით გამოვედი, რაც შევასრულეთ კიდეც. დღეს, IOC-ის სახელით, მინდა კიდევ ერთი 10-მილიონიანი ვალდებულებით გამოვიდე," - განაცხადა თომას ბახმა.

თომას ბახის განმარტებით, IOC მზად არის დოპინგ-სინჯების შესანახი ობიექტების მშენებლობა დაახლოებით 5 მილიონით დააფინანსოს. გარდა ამისა, IOC გამოდის წინადადებით, რომ დააფინანსოს კონტროლის ახალი მეთოდების შემუშავება და მათი გამოყენება, ასევე WADA-ს (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) კვლევითი პროექტები.

გარდა ამისა, IOC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოების დონეზე დოპინგის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ინიციატივების მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება დასახული მიზნების მიღწევა.

GEONOC.ORG.GE

0.146333